ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2021 18:30
ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

 

სამართალდამცავებმა ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.