ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2021 21:37
ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

 

ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ სამართალდამცველებს გუშინ, 8 იანვარს შეატყობინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიჭის მოსაძებნად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დაკარგული ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფება და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.