„იმუშავე საქართველოდან“ პროგრამის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. საქართველო Big 7 Travel-ის სიის სათავეში
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2021 19:41
„იმუშავე საქართველოდან“ პროგრამის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.  საქართველო Big 7 Travel-ის სიის სათავეში

საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel 50 საუკეთესო ტურისტული  მიმართულების შესახებ წერს, სადაც  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, საქართველო საერთაშორისო გამოცემის სიაში მეორე ადგილზეა.

ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა.   კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის  უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული გრძელი ისტორიით გაგრძელებული. დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს.   გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა.

პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელსაც აქ გაეცნობით.“ წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი. სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდია მითითებული, სადაციმუშავე საქართველოდანპროექტის პირობებია აღწერილი.

იმუშავე საქართველოდანპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. პროექტის  მიზანია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2,000 აშშ დოლარზე მეტი. მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით.