პაატა იმნაძე - რომ არ გვინდა მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ და ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2021 14:25
 პაატა იმნაძე - რომ არ გვინდა მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ და ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები

 

 რომ არ გვინდა მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდიანციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

პაატა იმნაძის განცხადებით, თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ ინფიცირების მაჩვენებლის დრამატული მატება არ უნდა გამოიწვიოს.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, უნდა გვქონდეს გარანტია „რომ მესამე ტალღას „გავუძვრებით“.

„რაც შეეხება მესამე ტალღას, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში პრაქტიკულად მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ის, რაც ჩვენ გვქონდა, ყველასთვის მეორე და ჩვენთვის პირველ ტალღაზე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, ჩვენმა სისტემამ გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას ასი ათას მოსახლეზე. სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო. სამწუხაროდ, ხედავთ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.

რომ არ გვინდა იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას „გავუძვრებით“ და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“,-განაცხადა იმნაძემ.