ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2021 10:29
   ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 

ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.