ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2021 13:05
 ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა

 

 ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს ისევ წააგო ტოჩინოშინმა. ქართველის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, სეკივაკე ტერუნოფუჯი იყო, რომელიც ლევანს ურთიერთშეხვედრებში 11-ით 2-ს უგებს.

მონღოლმა შეჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და ფიზიკური ძალის ხარჯზე გაიყვანა მეტოქე დოჰიოდან.

ტოჩინოშინს 3 დღის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი მე-3 მაეგაშირა შოთა ენდო იქნება.