ნათია მერებაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2021 00:05
ნათია მერებაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის 25 ივნისის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა“- განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.  

ნათია მერებაშვილის თქმით,  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შევიდნენ.  სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად
საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ტრეფიკინგის ყველა შესაძლო ფაქტზე ხორციელდება ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა, რაც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერით სრულდება“ - აღნიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ.

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა  4 ტრეფიკიორის მიმართ სსკ-ის 1432 მუხლით დაიწყო, ხოლო დაზარალებულად 3 არასრულწლოვანი ქალი იქნა ცნობილი
როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, პროკურორებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ახალი სასწავლო კურსი ,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა დაცვადაიწყო.