ხაიში-ლახამულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2021 10:14
 ხაიში-ლახამულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 

 ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.