თბილისის საკრებულოს აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2021 15:02
 თბილისის საკრებულოს აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

 

 საკრებულოს ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

ღონისძიებაში საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს ყოველწლიურად უერთდება.

,,საკრებულო სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნაში დღესაც ტრადიციულად მონაწილეობს. ჩვენი სახელმწიფო დროშა არის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის სიმბოლო. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად შეუერთდნენ ამ თარიღის მნიშვნელობას და აივნებიდან საქართველოს დროშა გადმოფინონ,“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ძლიერების სიმბოლოა.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.