
სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო უმასპინძლებს პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ტოკიოშივე, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება პარალიმპური თამაშები. წელსვე, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ ჩანიშნულია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღონ ყოველთვიური სტიპენდია.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |