მანქანის შეჯახების შედეგად 3500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2021 16:15
 მანქანის შეჯახების შედეგად 3500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

 

გლდანის რ-ში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა 3250 აბონენტს. კერძოდ გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მმბ”-ის კორპუსის, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ (მარატ ნოზაძის ქ. 8) საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს ,,თავთავს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, სს ,,უძრავი ქონებას”, შპს ,,სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს ,,ქეთის”, შპს ,,ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს ,,ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს ,,ლიდერთრეიდს”, შპს ,,გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს ,,მედკაპიტალს” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრი, შპს ,,#55 აფთიაქი”, შპს ,,სქაი ჰოლდინგი”, შპს ,,პრესტიჟი, Fშპს ,,ჯეოსელი”, #136 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის #35 საბავშვო ბაგა-ბაღი გლდანის “ა” მ/რ-ში – ფ/პ დ მოდებაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს “ერა + “ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.