მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2021 19:31
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 67.8 მილიონს მიაღწია.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.