ბექა ფერაძე - ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა, მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მითითება ობიექტის დატოვებაზე
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2021 13:45
ბექა ფერაძე - ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა, მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მითითება ობიექტის დატოვებაზე

 

 ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი შემოწმდა.

როგორც ფერაძემ განაცხადა, შრომის ინსპექციას არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შეუმწოებია და არც ჯარიმა არ დაწერილა.

„ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არამხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსტი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ყველასთვის იქნებოდა ცნობილი. გადაიღებდნენ ვიდეოს და ესეც იქნებოდა საფუძველი, თუმცა თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ზოგადად აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, სასტუმროების ფუნქციონირება. ამის მიზანია, რომ მობილობა იყოს შემცირებული და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი და კერძო საცხოვრისთან დაკავშირებით არც შორმის ინსპექციას და არც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებას რაიმე არაკანონიერი ქმედება არ განუხორციელებია“, - განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შრომის ინსპექციამ ბაკურიანში ბინის მესაკუთრეებს საკუთარი ფართების გაქირავება აუკრძალა და დამსვენებლებს დღის ბოლომდე ბინების დატოვება მოსთხოვა.

ipn.ge