
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში და ორი ქვეყნის მხრიდან პოლიციის ატაშის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას. განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე, რისთვისაც კარგ ნიადაგს ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ კი ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რომლის თანახმადაც ქართული მართვის მოწმობები სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |