
„პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების რისკი. 2-2 მილიონი ლარი განაწილდა პროგრამის პირველ ორ თვეზე, მაგრამ ამ რისკებმა იმუშავა და ახლა ხორბალი სერიოზულად გაძვირებულია, შესაბამისად 10 ლარიანი სუბსიდირება, რომელიც პირველ 2 თვეზე იყო გათვლილი, აღარ ჰყოფნის. ჩვენი გათვლებით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახლა მიმდინარეობს განხილვა, სავარაუდოდ, სუბსიდირება 15 ლარი იქნება“, - აღნიშნა მან.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის, ხოლო მეორე ტენდერი 25 იანვრისთვის გამოცხადდება.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 1-ელ აპრილამდე პურის ფასი არ გაიზრდება.
ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ipn.ge
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |