სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა დღეს არ ჩატარდება
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2021 11:24
 სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა დღეს არ ჩატარდება

 

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. წირვის შემდეგ იგი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

დღეს სამების ტაძარში პანდემიის გამო საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება. უახლოეს მომავალში დასახელდება თარიღი, როდის იქნება შესაძლებელი ტრადიციული რიტუალის ჩატარება.

ნათლისღების დღესასწაული ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღინიშნება, თუმცა საზეიმო რიტუალი პანდემიის გამო წელს განსხვავებულად მიმდინარეობს.