გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თოვლმავალით განახორციელებენ
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2021 11:32
 გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თოვლმავალით განახორციელებენ

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით – თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავის წარმოქმნის მხრივ, ერთ-ერთ მაღალი რისკის ლოკაციას საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს.

„გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დროს, გადაადგილება მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლებელია. თოვლმავალის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.