ნინი ქარსელაძე გათხოვდა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2021 17:55
 ნინი ქარსელაძე გათხოვდა

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის დედა, ხათუნა ჟორდანია ავრცელებს.

რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა. .. უკვე დიდი ხანია.. რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია. ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ“,-წერს ხათუნა ჟორდანია „ფეისბუქში“.