გოგებაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2021 13:20
 გოგებაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში,  ი. გოგებაშვილის ქუჩა №30-ში, რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, კედლის მოწყობა გახდა საჭირო, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 194 000 ლარი გამოიყოფა.