ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2021 14:42
ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

 

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო  კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა სურვილი გამოთქვა, იხილოს ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრად. 

საუბრის ერთ-ერთი თემა  ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებები იყო, რომელიც თელავში, თებერვლის თვეში იგეგმება. 

შეხვედრაზე, ასევე,  საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„ელჩს გავაცანით ჩვენი ხედვა - ის, რომ აბსოლუტურად ღია და მოწადინებული ვართ იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი იქნება თუ სხვა ჩვენგან გადადგმული ნაბიჯები, მიმართული იყოს იმისკენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები და დაიწყონ საპარალამენტო მუშაობა, მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათ შორის უკვე ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები მათ პირდაპირ, ღიად მოუწოდებენ, რომ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ საპარლამენტო მოღვაწეობით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.