მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2021 17:15
მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მიხეილ ჩხენკელი: „მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის კვლევას დაუთმო და არაერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი დაგვიტოვა. გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და  საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას  უამრავ სტუდენტს, მომავალ თაობას უზიარებდა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გიორგი ოთხმეზურის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას”.