ადვოკატი: ბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა – მდგომარეობა მძიმეა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2021 12:39
 ადვოკატი: ბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა – მდგომარეობა მძიმეა

 

ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია, კორონავირუსიდაუდასტურდა. 

დაკავებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განაცხადებით, მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პირი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული.

ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს. 

ცნობისთვის, ბიძინა ესებუა შსს-ს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს.მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

primetime.ge