არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი შერიგდნენ - რომანტიკული არდადეგები "პარაგრაფში
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2021 11:36
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი შერიგდნენ - რომანტიკული არდადეგები "პარაგრაფში

 

ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და დე­პუ­ტა­ტი და­ვით კა­ჭა­რა­ვა შე­რიგ­დნენ და ზამ­თრის დღე­ებს შეკ­ვე­თილ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ აშე­ნე­ბულ სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში" ატა­რე­ბენ. კა­ჭა­რა­ვა-ხა­ტი­აშ­ვი­ლის წყვი­ლი დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკსაც სტუმ­რობ­და.

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ორი წლის წინ გახ­და. და­ვით კა­ჭა­რა­ვა მა­შინ მო­რაგ­ბე გახ­ლდათ და რო­გორც ქეთი ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნეს, თუმ­ცა ეს არ ყო­ფი­ლა ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა და ერთი წელი მა­ინც დას­ჭირ­დათ და­ახ­ლო­ე­ბის­თვის.

კა­ჭა­რა­ვას მი­მართ ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და რაც სპორ­ტი და­ტო­ვა და 2020 წლის ზა­ფხულ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მოხ­ვდა. სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლი იყო.

ქე­თიმ მა­შინ AMBEBI.GE-სთან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. რო­გორც ჩანს, სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბი­სა და დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძე­ლის მორ­გე­ბის შემ­დეგ კა­ჭა­რა­ვამ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გული კი­დევ ერთხელ მო­ი­გო და წყვი­ლი შე­რიგ­და.

და­ვით კა­ჭა­რა­ვამ 2007 წელს ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. პო­ლი­ტი­კოსს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლიც და მე­უღ­ლეს პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ და­შორ­და. ზრდის უფ­როს ქა­ლიშ­ვილს. 

Ambebi.ge