ბერნი სანდერსის ცნობილ მიმს გურიაშიც გამოეხმაურნენ
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2021 11:43
 ბერნი სანდერსის ცნობილ მიმს გურიაშიც გამოეხმაურნენ

 

ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის ცნობილ მიმს გურიაშიც გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე სენატორის ჩაცმულობამ და გამორჩეულმა პოზამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ბერნი სანდერსმა აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრა.

ფოტოს შესახებ სენატორმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ენბისის“ გადაცემას „გვიანი ღამის შოუ სეთ მეიერსთან“.

„უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი. ვცდილობდი, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

მისი თქმით, ვერმონტის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ხელთათმანები მოუქსოვა, გაოგნებული იყო.

„ადამიანი, რომელმაც ეს ხელთათმანები მოქსოვა, ცხოვრობს ვერმონტში, ესექს ჯანქშენში. ის სკოლის მასწავლებელია, ძალიან კარგი პიროვნება. გაოგნებული იყო იმ დიდი ყურადღებით, რომელიც მისმა მოქსოვილმა ხელთათმანებმა მიიქცია“, – განაცხადა სანდერსმა.