ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2021 11:25
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარემტკიცე მხარდაჭერის მისიისთვისმოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზაშვარცენბორნზეავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან. გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ქართული ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ--შარიფში, ბაზამარმალზე“ 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება.