27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2021 10:16
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

 ვერძი

შესაძლოა თანამოაზრეების მოძებნა დაგჭირდეთ. ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა იყოთ უფრო გულისხმიერი და მიმტევებელი ირგვლივმყოფთა მიმართ.

კურო

ყურადღება დაუთმეთ, როგორც თქვენი პირადი სივრცის, ასევე გარემოს მოწესრიგებას და ენერგეტიკულ წმენდას. ჰარმონიას და კეთილგანწყობას თავად უნდა ასხივებდეთ.

ტყუპები

მოდუნდით, მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე, მოიკრიბეთ ძალა, აი შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი ამბიციები რეალურ მიზნებად გადაიქცეს.

კირჩხიბი

ნუ ენდობით ამ პერიოდში მხოლოდ შეგრძნებებსა და ინტუიციას, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სასურველია დაკავდეთ ჩვეული საქმეებით და იურთიერთოთ მხოლოდ პოზიტიურ ადამაინებთან.

ლომი

იმოქმედეთ, არაა საჭირო დაელოდოთ უკეთეს დროს. შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები ერთ თანმიმდევრულ გეგმად და დაიწყოთ ჩანაფქრის თუ ოცნებების განხორციელება.

ქალწული

არის ალბათობა ახალი გატაცება, ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, რომელიც შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროც კი გახდეს და სამომავლოდ კარგი მოგებაც მოგიტანოთ.

სასწორი

მოტყუების და დანაკარგების ალბათობაა, კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იყავით წინდახედული და თავი შეიკავეთ შორ დისტანციაზე გადაადგილებისგან.