გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2021 11:06
 გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

 

 საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა.

შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს. გენერალმა მათიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციაზე. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს კონტრიბუცია ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

 გენერლებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს ყურადღება.