
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს.
„Lucky Step“-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.
ამჟამად „Lucky Step”- ის ყოველდღიურ საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანია სამომავლოდ კი საკუთარი საწარმოს გახსნასა და საკუთარი ხაზის ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |