გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2021 12:08
გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია

 

ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის Titled Tuesday Blitz გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 33-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა.

 Titled Tuesday Blitzშვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.