ჯენიფერ ენისტონმა ქალ ლიდერებს "სთორი" მიუძღვნა, რომელშიც ზურაბიშვილიც მოხვდა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2021 14:17
ჯენიფერ ენისტონმა ქალ ლიდერებს "სთორი" მიუძღვნა, რომელშიც ზურაბიშვილიც მოხვდა

 

ამერიკელმა მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე "სთორი" გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ქალ პოლიტიკოსებს მიუძღვნა. ვრცელ სიაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მოხვდა.

"იმ დროს, როდესაც სამყარო ცვლილებების მოწინააღმდეგეებისკენ მიმართავს ყურადღებას, ცვლილებები მაინც ხდება". – ვკითხულობთ პირველ ფოტოზე, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული.

"სთორის" გმირები გახდნენ ბანგლადეშის, ნორვეგიის, შოტლანდიის, ნეპალის, ნამიბიის, დანიის, ესტონეთის, ტაივანის, სერბიის, სინგაპურის, ახალი ზელანდიის, ისლანდიის, ეთიოპიის, ტრინიდადისა და ტობაგოს, ბარბადოსის, ფინეთის, სლოვაკეთის, მოლდოვის, საბერძნეთის, ლიტვისა და გაბონის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები, ასევე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამილა ჰარისი. "მეგობრების" ვარსკვლავმა იმავე "სთორიში" ასევე რამდენიმე ცნობილი ქალის, მათ შორის ოპრა უინფრისა და ჯეინ ფონდას ფოტოებიც გამოაქვეყნა.

tabula.ge