კორონავირუსი შესაძლოა სპერმის ხარისხზე მოქმედებდეს
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2021 18:22
 კორონავირუსი შესაძლოა სპერმის ხარისხზე მოქმედებდეს

 

CNN-ის ინფორმაციით, შესაძლოა კორონავირუსი მამაკაცებში სპერმის ხარისხის და შესაბამისად, ნაყოფიერების დაქვეითებას იწვევდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის სქესობრივი კონტაქტით გავრცელების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, ამ მოხსენების მიხედვით, მკვლევარები ეჭვობენ, რომ შესაძლოა კორონავირუსი სპერმის ხარისხზე ზემოქმედებდეს.

CNN იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგებს სხვა ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ — მათი არგუმენტი კი ის არის, რომ მსგავსი რამ (სპერმატოზოიდების შემცირება) შესაძლოა გრიპმაც კი გამოიწვიოს.