„მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“ – ნიკა გვარამია წულუკიანის მიერ მისი ნომრის გამოცხადებას ეხმაურება
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2021 15:56
„მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“ – ნიკა გვარამია წულუკიანის მიერ მისი ნომრის გამოცხადებას ეხმაურება

 

 „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია თეა წულუკიანის მიერ მისი ნომრის გამოცხადებას ეხმაურა და ამბობს, რომ იგი ამ ქვეყანაში დევნილია.

 როგორც ნიკა გვარამია ამბობს, იგი ყველას უჩივლებს, ვინც ნომერზე მუქარის მესიჯს მისწერს. 

„რაც ნომრის გამოცხადება მოხდა, მას შემდეგ 200-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მესიჯებს ვერ ბედავენ, რადგან მუქარაზე ეგრევე ვუჩივლებ ყველა შემთხვევაში და გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს რომ მუქარის მესიჯები წეროს.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემთვის თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, თან სულელი. ახლა დაარღვია ყველაფერი რაც შეიძლება. მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ, რამე უფლება მაქვს საერთოდ? ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა. რაც უნდა ის ქნას, მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.