ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2021 18:01
 ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ანა ჯაბაური, მეუღლე ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზოტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, მადლობას უხდის.

„საავადმყოფოებში ერთწლიანი ,,გამოკეტილობის’’, ტოტალური გერმანული ,,ლოქდაუნის’’, საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს...

მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით“, - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია  2019 წლის 19 დეკემბრის საღამოს თბილისში, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს.