მთაწმინდაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2021 14:25
 მთაწმინდაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

 

 სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის I შესახვევში ეზოს კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. საცხოვრებელ სახლებთან მდებარე, 300 კვ. მ. ფართობის სავალ ნაწილზე ამორტიზებული გზის დემონტაჟი განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ასევე, საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.