მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2021 14:55
 მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი  კედელი მოეწყო

 

 მთაწმინდის რაიონში, გასული წლის განმავლობაში, საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი მაყაშვილის ქუჩა N36-ში განხორციელდა, სადაც გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტი, ახლომდებარე სახლებსა და სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისაგან დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში, რთული რელიეფისა და განაშენიანების გამო, მსგავსი პრობლემა ბევრ მისამართზე არსებობს.

მიმდინარე წელს, საყრდენი კედლების მშენებლობები პრიორიტეტების მიხედვით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 98 736 ლარია.