მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები გრძელდება
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2021 14:29
 მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები გრძელდება

 

 მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნ. ნიკოლაძის ქ. N4-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 300 ლარია გამოყოფილი.