გია სურამელაშვილმა ოჯახი საზოგადოებისგან მალულად შექმნა
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2021 22:55
გია სურამელაშვილმა ოჯახი საზოგადოებისგან მალულად შექმნა

 

 გია სურამელაშვილმა ახლახან იუბილე აღნიშნა. მან ბევრი ყვავილი და ბრილიანტის სამკაულები, ასევე დიდი სიყვარული და სითბო მიიღო ახლობელი ადამიანებისგან.

როგორც ჟურნალ „თბილისელებთან:“ საუბრისას აღნიშნავს, ის დაოჯახებულია. მომღერალი ამბობს, რომ საყვარელ ადამიანთან დაშორებული იყო და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, მიზეზი კი ალკოჰოლოსადმი მისი მიდრეკილება გახდა, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ მეუღლეს შეურიგდა:

„ჭკუა ვისწავლე. მაქვს ოჯახი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის და არც არის საჭირო. მხოლოდ რამდენიმე ჩემმა შინაურმა…

რაღაც პერიოდი ჩვენ პრობლემა გვქონდა… დიდ განცდებში ვიყავი და დეპრესიული პერიოდი მქონდა… ასეთი დიდი სიყვარული არასდროს მთავრდება, ოჯახში ყოველთვის ხდება პატარა განხეთქილებები, მაგრამ ჩვენ ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე…“

გია სურამელაშვილი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ისრაელში ძალიან კარგი სამსახური ელოდება და ცოტა ხნის წინ იქ გამგზავრებაზე ფიქრობდა.