სოლოლაკში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2021 13:17
სოლოლაკში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

მთაწმინდის  რაიონში, შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო სამუშაოები   გ.ტაბიძის ქუჩა #21-ში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.