ტყვარჩელის N5-ში სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2021 15:53
 ტყვარჩელის N5-ში სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობების  დემონტაჟი მიმდინარეობს

 

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ტყვარჩელის N5-ში,  სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ,  აქ საბურთალოს გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეები. არავისთვის არ არის ახალი, თუ როგორ განაშენიანდა ეს ტერიტორია. იმ სივრცის ირგვლივ, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტერიტორიის მონაცვლეობა. ახლა ვიწყებთ აქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.  

სკვერის მოწყობა 1300 კვ. მ ფართობზე იგეგმება. ტერიტორიაზე, კეთილმოწყობის და გამწვანების შემდეგ, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.