კოვიდინფიცირებულმა საავადმყოფოს გადაწვა სცადა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2021 11:22
კოვიდინფიცირებულმა საავადმყოფოს გადაწვა სცადა

 

ესპანეთის ქალაქ კადისში კოვიდპაციენტმა საავადმყოფოს გადაწვა სცადა. ამის შესახებ გამოცემა Diario de Cadiz-ი წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკიდან გაშვებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან საწოლზე სადეზინფექციო ხსნარი მოასხა და ხანძარი გააჩინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.