შინდისში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2021 15:16
შინდისში,  სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 წავკისში, ჭავჭავაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პარკში ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

ამ ეტაპზე, დემონტაჟი უკვე განხორციელდა და დეკორატიულ ფილებს აგებენ. პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი ზონები მოეწყობა - დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაირგვება ხე-მცენარეები და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.