საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის დასრულების შესახებ ვიდეოკონფერენცია გაიმართა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2021 10:15
საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის დასრულების შესახებ ვიდეოკონფერენცია გაიმართა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ - დახურვის ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - მააიკე ვან კოლდამი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.