ოპოზიცია 26 თებერვალს აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2021 16:20
ოპოზიცია 26 თებერვალს აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ 26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიციის აქცია დააანონსა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, აქცია-მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

„მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად ნიკას წინააღმდეგ აღძრული საქმისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვესმოდა კონსტრუქციული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიცია გამოვიდა წინადადებით, მათ შორის ეს იყო ნიკას ინიციატივა, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო შეთანხმება და მოლაპარაკებები. საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის აქცია. დღეს მოხდა ის, რაც მოხდა ბოლშევიკების მიერ, მოხდა დარბევა ჩვენი ოფისის, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება. ახლა, ჩვენ, თითოეული პატრიოტი, თვითონ ნიკა მელია მოგიწოდებთ, 26 თებერვალს 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება თავისუფლებისთვის. სიმბოლური წელია და სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში. საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, არ შევშინდეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.