ნატო ჩხეიძე - ცა ჩვენს გულებშია მოწმენდილი
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2021 16:31
ნატო ჩხეიძე - ცა ჩვენს გულებშია მოწმენდილი

 

 ცა ჩვენს გულებშია მოწმენდილი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე განაცხადა.

„ხილვადობა არ არისო, ვერ არის კარგიო, თქვეს, თუ არადა მოწმენდილია ცა, მაგრამ ეს ჩვენს გულებშია მოწმენდილი. მათთვის ძალიან მრუმეა ის ყველაფერი, რასაც უყურებენ, ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და ამიტომ არის, რომ უკუღმართად მოქმედებენ. დიდი მადლობაო პოლიციასო, გმირები არიანო, ასე თქვეს დღეს. თვითონ იჯერებენ და უნდათ, სხვებსაც ასე დააჯერონ. ვინ არის გმირი, მეგობრებო. ათასი შეიარაღებული თავით ბოლომდე კბილებამდე პოლიციელი, რომელმაც მოქმედება დაგეგმა, ასევე კბილებამდე მტრობით შეიარაღებულმა მთავრობის წევრები, თუ ნიკა მელია, რომელიც მშვიდად, წყნარად იჯდა, თუ იდგა, თუ დადიოდა და ათასი შეიარაღებული დასჭირდა მის დატუსაღებას, რომელია გმირი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.