კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2021 12:38
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის. მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები:

რეგისტრაცია;

გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა;

სამედიცინო შემოწმება.

რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მოსწავლეთა მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3bGG3Jp

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.