გოგებაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2021 16:30
გოგებაშვილის ქუჩაზე  საყრდენი კედელი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ამჯერად, საყრდენი კედელი  ი. გოგებაშვილის ქუჩა №30-ში მოეწყო. რკინა-ბეტონის კედელი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტი, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე განხორციელდა, რადგან არსებული კედელი სრულად დაინგრა და  არსებული ვითარება საფრთხეს წარმოადგენდა.

დასრულებულ სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

სამუშაოები, კორტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 679 ლარი გამოიყო.