გიორგი ვოლსკი: კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2021 17:02
გიორგი ვოლსკი: კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება

სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის წინ კარვების გაშლის შესახებ საუბრისას.

„საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცველია - ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება, ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

რაც შეეხება ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის შესრულების ვადებს - მომიტეინგეებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვასხვაობაა. კერძოდ, ისინი ვერ თანხმდებიან, თუ რა პერიოდში უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები.