41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმიური სწავლება ჩაატარა
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2021 11:24
41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმიური სწავლება ჩაატარა

 

41-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა. გეგმიური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა. სწავლების სცენარის მიხედვით სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევაზე რეაგირება განახორციელეს. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა.

ქვედანაყოფმა გეგმიური სწავლება წარმატებულად ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.