ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები გახდნენ
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2021 14:09
ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები გახდნენ

 

მსახიობი, ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები დღეს გახდნენ. მათ პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. აჩიკოსა და ნუცას უკვე ულოცავენ სოციალურ ქსელებში.

წყვილმა გუშინ ინსტაგრამის პირად გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. “რამდენიმე საათით ადრე, დიდ შეხვედრამდე” – ასე დაასათაურა ნუცამ სურათები.