რა ღირს და რით არის გამორჩეული საათი, რომლის შეძენის სიხარულს მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2021 15:30
რა ღირს და რით არის გამორჩეული საათი, რომლის შეძენის სიხარულს მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზვიად ციკოლიას საათის ფოტოს, შემდეგი წარწერით აქვეყნებს: 

„უმაგრესი საათით შევუდექი გამარჯვების გაზაფხულის ათვლას“.

როგორც „ციკოლიას“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ აღნიშნული საათი 3800 ლარი ღირს. „ციკოლიას დიზაინით შექმნილი ეს საათი ინსპირირებულია სარბოლო ავტომანქანებით და მისი თითოეული დეტალი, იქნება ეს ბუდე, გუმბათოვანი შუშა, ციფერბლატი თუ საქოქი, ასახავს სარბოლო ავტომანქანების ფორმებსა და სულს,“ – ვკითხულობთ საათის აღწერაში.

ptn.ge